განახლდა:06:25:55 AM GMT

>>> მეცნიერება ტექნიკა & ტექნოლოგია სატელეფონო ინდექსები მთელ საქართველოში შეიცვლება
ბანერი

სატელეფონო ინდექსები მთელ საქართველოში შეიცვლება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 5498 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

მალე საქართველოში დარეკვის წესი შეიცვლება. ახალ სატელეფონო ინდექსზე ჯერ თბილისი, ხოლო შემდეგ მთელი საქართველო გადავა.

ყველა ნომერს ინდექსი შეეცვლება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით შემუშავდა დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება. კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსმა გელა ბუთბაიამ განაცხადა, რომ ნომრით იდენტიფიცირებული მომსახურება უნდა იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული, ასევე, ნომრების რესუსრი იწურება, ამიტომ საჭიროა სიახლის შეტანა.

"სააბნენტო ნუმერაცია ახლა ექვსნიშნაა. შემცირდა თავისუფალი ნომრების რაოდენობა, შესაბამისად, ვისაც სურვილი აქვს შემოვიდეს ბაზარზე, არ აქვს საშუალება ახალი ნუმერაციის რესურსები აიღოს. ამიტომაც, ჩვენი რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ ექვსნიშნა ფიქსირებული ნომრები გახდეს შვიდნიშნა", - აღნიშნა გელა ბუთბაიამ.

მობილური ოპერატორების ინდექსი რვიანი კი ხუთიანით შეიცვლება. აბონენტის ნომერი მთლიანად ცხრაციფრიანი გახდება.

"დღეს საერთაშორისო ოპერატორის კოდი არის სიტყვაზე 8-10, 8-18, 8-16 და ასე შემდეგ. მობილური კომპანიების კოდები არის 899, 877. ფაქტობრივად, ფორმატი არის ერთი და იგივე და ციფრებიც იწყება რვიანიდან. უცხოეთში ჰარმონიზებულ სისტემაში, ასეთს ადგილი არ აქვს.

მობილური კომპანიების აბონენტების ნომრები იქნება 599 და ექვსი ნომერი, რაც გაქვთ დარჩება იგივე. ეს ერთ-ერთი პრინციპი არის რეფორმირების, რომ რაც შეიძლება მინიმალურად შევეხოთ არსებულ ნომრებს. ნომერი იქნება არა ოპერატორის კოდი 599 და აბონენტის ნომერი, არამედ მთლიანად - მთელი ნომერი არის აბონენტის ნომერი. იგივეა, ფიქსირებული ოპერატორებისთვის, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, აბონენტს თუ უდგას ტელეფონის აპარატი, მისი სააბონენტო ნომერი იქნება ცხრანიშნიანი", - აღნიშნა ბუთბაიამ.

ასევე, ამ რეფორმას ექნება ერთი დადებითი მხარეც. ბატონმა გელა ბუთბაიამ ახსენა პორტაბელურობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი მობილური ოპერატორიდან გადადიხართ მეორეს მომსახურებაზე ისე, რომ არ იცვლით ნომერს და არც ინდექსს.

"პორტაბელურობა გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ, მომინდა ოპერატორის გამოცვლა, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად შევდივარ სხვა მაღაზიაში, ამისათვის აღარ მჭირდება ახალი სატელეფონო ნომერი, აღარ მჭირდება შეტყობინება, რომ ნომერი გამოვიცვალე. როცა გადადიხართ ერთი ოპერატორიდან მეორე ოპერატორზე იცვლით ოპერატორის მომსახურებას, ნომერი კი რჩება იგივე", - ამბობს გელა ბუთბაია.

შეიცვლება საზღვარგარეთ დარეკვის წესიც. ამ ცვლილებას მსხვილი საკომუნიკაციო კომპანიები დადებითად შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევთ. საერთაშორისო კავშირის ოპერატორის "გლობალერთის" დირექტორის მოადგილემ გიორგი არღანაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ცვლილებას მიესალმებიან:

"უარყოფითს სიმართლე გითხრათ გარდა იმისა, რომ ჩვენ დაგვჭირდება რებრენდინგი, ვერ ვხედავთ. უბრალოდ დაგვჭირდება რებრენდინგი და ამაზე სერიოზული თანხების გამოყოფა.რეფორმა მისასალმებელია იმ თვალსაზრისით, რომ უახლოეს პერიოდში ამოიწურებოდა სანომრე რესურსი და უბრალოდ აღარ იქნებოდა საშუალება, რომ მოსახლეობას და მომხმარებელს სატელეფონო ნომრები მიეღოთ იმ რაოდენობით, რაც თვითონ დაჭირდებოდათ. ჯერჯერობით მართალია, ბოლომდე არ ვართ მზად, თუმცა, ვიცით, რომ ეს რეფორმა წლის ბოლოსთვის იგეგმება და მანამდე მოვემზადებით ყველანაირად"...

Share

კომენტარები 

0 # natia 2010-07-17 05:25  
5 ტეტრიანო და ნაკლები კიდე :D :D :D ციტირება
 
0 # ნინო 2010-03-11 04:42  
ამ ხალხს ვერც აფხან და ვერც ჩაფხან, რაც არ უნდა გააკეთო ყველაფერზე წუწუნებენ!!!!!! !!! კარაა ეხლა ამ რეფორმაში საწუწუნო ვერ გავიგე. ყველა პატარა ევროპულ ქვეყნებში მოხდა ასე, 6 ნომრიანიდან გადავიდნენ 7 ნომერზე ზუსტად იგივე მიზეზების გამო. ვაა რა წუწუნა ხალხია ეს ქართველები გაგიჟდები რააააა. ასეთი ცოლების ან ქმრების ამტანებს საღოლ!!!! ციტირება
 
0 # sergi 2010-03-05 14:10  
რატო 5 თეთრიანი 2 თეთრი არ ჯობია მაგასსს :D :D :D :D :D ციტირება
 
0 # უცნობი 2010-03-05 05:37  
3 მილიონი ადამიანი ვცხოვრობთ,899,8 92,890,893,895,897,898,87 9,874,741,870,855,858,85 7,877 კიდე რაგაც გამომრცჰებოდა :D :D ,ამ ინდექსებს 6 ნიშნა ციფრები ხო აქვს,რა არ გვეყო ვერ გავიგე.რა გამოიგონონ ვეგარ ხვდებიან no no no no ციტირება
 
0 # ქეთი 2010-03-03 00:08  
ძალიან მაგარია მეც მინდა ასეტი ტელეფონი უარს არ ვიტყვი ციტირება
 
+2 # nia 2010-03-02 06:41  
მაგრა აკლიათ :) ვის რა ჯანდაბათ უნდა ამდენი ნომერი ნახევარზე მეტი მაინც გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან ეს ჯიეს ემ ნომრები ვისაც ერტი წელი არ ჩაურთავს ისენი ჩამოწერონ და იმდენი განთავისუფლდება რომ კიდე 50 წელი არ დაგვჭირდება ნომრებზე ტვინის ***** :)))))))))))))) ))))))))))))))) ციტირება
 
+2 # nato 2010-03-02 06:38  
ვაი თქვენს პატრონს,ცხოვრებ ის დონე აწიონ ნომრებს ციფრებს რომ უმატებენ wondering 8) ციტირება
 
-1 # თააამთ 2010-03-02 01:39  
როგორც თვითონ რეფორმის ინიციატორმა მითხრა, ტარიფების დაკლებას გამოიწვევს აუცილებლად ეს რეფორმირებაო… ვნახოთ, იმედია ასე იქნება, ყოველ შემთხვევაში, უარესით არაფერი შეიცვლება.. პირიქით… ციტირება
 
+2 # მაია 2010-03-01 23:59  
აგარ იციან რა გააკეტონ მარტო ინდექსის შეცვლაგა გვაკლდა 21-ე საუკუნესჰი გადასასვლელატ ვაი ამატ პატრონს :D :D :D ციტირება
 
+1 # მაია 2010-03-01 23:57  
:lol: :lol: :lol: :lol: ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი